Chinook-ის ტიპის საფრენი აპარატის შეძების შემდეგ, გერმანიას (აშშ-ის შემდეგ) NATO-ში სიდიდით მეორე ფლოტი ექნება.
ამის შესახებ საჰაერო ძალების უფროსმა განაცხადა.
Reuters-ი გასულ თვეში წერდა, რომ გერმანია 60 ერთეულ Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს Boeing-ისგან (BA.N) შეიძენდა. პაკეტის ღირებულება, მათ შორის, თვითმფრინავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფასი, 8,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თითქმის 50 ვერტმფრენი განთავსდება აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰოლზდორფ/შონევალდეს მხარეში, სადაც დამატებით, 1000 ჯარისკაცი განლაგდება
„შონევალდე შეასრულებს უნიკალურ საკვანძო როლს საჰაერო ძალებისთვის, მთელი ბუნდესვერისთვის და გერმანიის უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა ინგო გერჰარცმა.