აშშ ირანის მიერ დაკავებული ხუთი ამერიკელის ციხიდან გათავისუფლებას ადასტურებს, სანქციების შემსუბუქებას კი, უარყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატების ინფორმაციით, ხუთი ამერიკელი, რომლებიც ირანმა უსამართლოდ დააკავა, ციხიდან გაათავისუფლეს.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ სიამაკ ნამაზი, ემად შარგი, მორად ტაჰბაზი და მეოთხე ამერიკელი, რომლის ვინაობა საჯაროდ არ არის ცნობილი, ხუთშაბათს გადაიყვანეს თეირანის ცნობილი ევინის ციხიდან.


მეხუთე ამერიკელი, რომლის ვინაობაც ასევე საჯაროდ არ არის ცნობილი, უკვე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. თავის მხრივ, ირანის მისიამ გაეროში, თეირანის ევინის ციხიდან ამერიკელი პატიმრების გადაყვანა დაადასტურა. მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი გათავისუფლება „მესამე მხარის“ შუამავლობით გახდა შესაძლებელი.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანის ციხიდან ხუთი ამერიკელის გათავისუფლება „პოზიტიური ნაბიჯი“ და პროცესის დასაწყისია, რომელიც მისი მოლოდინით, ამჟამად უკვე შინაპატიმრობაში მყოფების შეერთებულ შტატებში დაბრუნებით დასრულდება.

ბლინკენმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები ირანს სანქციების შემსუბუქებას არ შესთავაზებს.