აშშ-მ რუს ოლიგარქებს, მიხაილ ფრიდმანსა და პეტრ ავენს სანქციები დაუწესა

11 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქიები გააფართოვა.

სიაში გამოჩნდნენ Alfa-Bank-ის დამფუძნებლები, მიხაელ ფრიდმანი და პიოტრ ავენი, ასევე Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი.

ფრიდმანი და ავენი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მოხვდნენ.

აშშ-ის სანქციების ქვეშაა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც. სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკური პირებსა და კომპანიებს აქტივებს გაუყინავენ. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება და მათთვის მომსახურების გაწევა. ოთხივე ბიზნესმენს სანქციები დაუწესეს კანადამ, ავსტრალიამ, შვეიცარიამ და ახალი ზელანდიამ. ეს ქვეყნები მათ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.