პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა.
დალანოვეკის მახლობლად ავარიის შედეგად დაშავებულთაგან, ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ექიმებისა და მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დაშავებულთა შორის იყვნენ მატარებლის მგზავრები და მძღოლი, თუმცა უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე სატვირთო მანქანაში.
პოლიციის სპიკერმა განმარტა, რომ როგორც სატვირთო მანქანის, ასევე, მატარებლის მძღოლი ავარიის დროს ფხიზლები იყვნენ. მისივე განმარტებით, ავარია გამოწვეული იყო იმით, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ნიშანს არ დაემორჩილა. შემთხვევის გარემოებების დასადგენად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შეჯახების შემდეგ სატვირთო მანქანა ამობრუნდა. ვაგონი რელსებიდან გადავიდა.