რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Su-30 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.
„ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. ეკიპაჟი დაიღუპა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი ცნობებით, ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.