უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, უკრაინას რთული პოლიტიკური შემოდგომა ელის, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, „მსოფლიოში გავრცელებული ხმებია," რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები.
„ყველას ვაფრთხილებ, ძალიან რთული პოლიტიკური სეზონი იქნება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ფრონტზე, მაგრამ რთული შემოდგომა იქნება,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „მძიმე შემოდგომა“ დიპლომატიური გაგებით, კულებამ უპასუხა, რომ იქნება ბევრი რთული საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას დასჭირდება „არა მხოლოდ ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა ევროპიდან, არამედ - მთელი მსოფლიოდან.“
„თქვენ ისმენთ მთელ ამ ხმებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისმის, რომ არის „პრობლემები;“ რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ეს ხმები გაქრეს,“ – განაცხადა კულებამ.