ბომბის არსებობის საფრთხის გამო, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის პოლიციამ ბომბის არსებობის საფრთხის გამო, პარიზში, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.

Reuters-ის ცნობით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა ევაკუაცია მოახდინეს, სტუმრები ეიფელის კოშკთან უკვე ბრუნდებიან.


„ცრუ განგაში იყო, ხალხს შეუძლია, დაბრუნდეს შიგნით,“ - განუცხადა Reutrers-ს წყარომ სამართალდამცავი უწყებიდან.