პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. 12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში.
ახალი ჯგუფის ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება საველე პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა.
„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.“
ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად,“ - აღნიშნა ბლაშჩაკმა.
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა.
შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.
2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.