საფრანგეთმა 6000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა

2023 წელს ამ ქვეყანაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გეგმის ფარგლებში, საფრანგეთში, აგვისტოს მდგომარეობით, 6000-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა წვრთნა.

ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.


ლეკორნუმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კონტრშეტევისთვის გაწვრთნილი ჯარისკაცების ახალი თაობა სჭირდება.

„უკვე აგვისტოში მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს ერთი წლის განმავლობაში, საფრანგეთსა და პოლონეთს შორის განაწილებული 6000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნით,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინა საფრანგეთისგან ყოველთვიურად იღებს 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის პარტიას. საფრანგეთი ასევე ეხმარება საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში.