გერმანიის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი კიევში ორშაბათს დილით, 14 აგვისტოს ჩავიდა. გერმანელი მინისტრი კიევში პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს.

კრისტიან ლინდნერი უკრაინას რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია. მანამდე კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და რამდენიმე მინისტრი ჩავიდა.

2022 წლიდან გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს მოცულობის პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია.