მოსკოვის ბირჟაზე 14 აგვიტოს, დილანდელი ვაჭრობის შედეგად, 2022 წლის 23 მარტის შემდეგ, დოლარის კურსმა 100 რუბლს პირველად გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული რუბლი განვითარებადი ბაზრების სამ ყველაზე სუსტ ვალუტას შორის მოხვდა.
წლის დასაწყისიდან რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი 42%-ით.
პარასკევს, 11 აგვისტოს, დოლარსა და ევროსთან მიმართებით რუბლი გასული წლის მარტის თვესთან შედარებით მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე იყო 1 დოლარი 99 რუბლი, 1 ევრო კი, 109 რუბლი ღირდა.
9 აგვისტოს ერთი დოლარი 98,10 რუბლი ღირდა. ასეთი მაჩვენებელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეს დაფიქსირდა.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.