გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი იძულებული გახდა, ორშაბათს მისი თვითმფრინავის მექანიკური პრობლემების გამო, ავსტრალიაში გამგზავრება დროებით შეეჩერებინა. ამის შესახებ Reuters-ი მინისტრის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
სამთავრობო თვითმფრინავი იძულებული გახდა, აბუ დაბიში უსაფრთხოების მიზეზების გამო დაბრუნებულიყო.
გერმანიის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მისი ეკიპაჟი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის გაგრძელება შეძლოს. მისი ტურნე ასევე მოიცავს გაჩერებებს ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე.
საჰაერო ძალებმა განმარტა, რომ გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციას, როდესაც Airbus A340 გასამგზავრებლად მზად იქნება.