უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელი უკრაინული მხარის მოთხოვნით, კიევს რამდენიმე ტონა მედიკამენტს გაუგზავნის.
- „დღეს შედგა საუბარი ისრაელისა და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრებს. უახლოეს დღეებში, უკრაინული მხარის მოთხოვნით, ისრაელი უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტს გაუგზავნის," - წერს ბროდსკი ტელეგრამ არხზე.