ნორვეგია უკრაინას $70 მილიონის ღირებულების ანტი-დრონის სისტემას მიაწვდის

ნორვეგიული საერთაშორისო ტექნოლოგიური ჯგუფი Kongsberg Gruppen - ი უკრაინას 70 მილიონი დოლარის ღირებულების ანტი-დრონის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფოს მთავრობამ თავის ვებგვერდზე განათავსა.

ძვირადღირებული სისტემის მიწოდება უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით განხორციელდება, რომლის მთავარი კონტრიბუტორი ნორვეგიაა.

Cortex Typhon C-UAS არის ახლად შემუშავებული ანტი-დრონის სისტემა, რომელიც აწყობილია Teledyne Flir-ის, Kongsberg-ის და ჯავშანტექნიკის კომპონენტებისგან.