დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი დაშავდა. აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.
აფეთქებისგან გამოწვეულმა ხანძრის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიზეზი უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.