რუსეთში, კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა

კრასნოდარის მხარეში, ყუბანში საწვრთნელი სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის სასწავლო რეისს ასრულებდა და დაშვებისას ჩამოვარდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა.

სამხედრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა, რასაც ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს, რუსეთში, კალინიგრადის ოლქში Su-30 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. 23 თებერვალს ბელგოროდის ოლქში Su-25 ჩამოვარდა, პილოტი გარდაიცვალა.