პოლონეთი თავისი არმიის რეფორმირებას იწყებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესის ფარგლებში არმიის სამეთაურო-კონტროლის სისტემა უნდა შეიცვალოს.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ცვლილებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამეთაურო სისტემის სტანდარტიზაციის აუცილებლობის გამო ხდება.
რეფორმები მოიცავს გაერთიანებული ძალების სარდლობის შექმნას და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობის რესტრუქტურიზაციას.
პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა.
შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.
2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.