2022 წლის სტატისტიკით საქართველოს №1 ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა.
საქსტატის მიერ 15 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 437.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.