ისრაელმა უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტი გაუგზავნა. გადაცემული დახმარების სხვა დეტალები უცნობია.
„ისრაელმა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე ტონა მედიკამენტი მიაწოდა. ღონისძიება დღეს კიევში, უკრაინაში ისრაელის ელჩის მოადგილის, ლირონ ფინკელშტეინის და უკრაინელი ოფიციალური პირების მონაწილეობით გაიმართა,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ.