ცივი ომის შემდეგ, პოლონეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა

ცივი ომის შემდეგ, ვარშავაში პოლონეთის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

გამოფენილ აღჭურვილობას შორის იყო შეერთებული შტატებისგან შეძენილი M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებსი, სამხრეთ კორეული K2-ის ტიპის ტანკები და K9-ს თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე, HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებები, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და პოლონური წარმოების Borsuk-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა აღჭურვილობა.


„15 აგვისტო არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, რომ პატივი მივაგოთ ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებულ გმირებს და მადლობა გადავუხადოთ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს შესანიშნავი დღეა ჩვენი ძალის დემონსტრირებისთვის, იმის დასანახად, რომ ჩვენ შევქმენით ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეფექტიანად დაიცავს ჩვენს საზღვრებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.

პოლონეთმა პირობა დადო, რომ გააორმაგებს არმიის ზომას და წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 4%-ს დახარჯავს თავდაცვაზე.