უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, უკრაინა სამხედრო წარმოებას ამჟამინდელ პირობებშიც კი ზრდის. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„ყოველდღე უნდა გვახსოვდეს, რომ წინა ხაზზე ჩვენი მეომრების ნაბიჯები უსაფრთხოებას და დაცულობასთან დააახლოებს ჩვენს ყველა ქალაქებსა და სოფლებს. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ რეგიონებმა იმუშაონ თავდაცვისთვის. კერძოდ, ჩვენ უკვე ვზრდით სამხედრო წარმოებას, თუნდაც არსებულ პირობებში. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით მას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავების წარმოების გაზრდა, ისევე როგორც მათი მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეტევითი ოპერაციების დროს.