თურქეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა - სიცხე თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა.

ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში იყო.


„თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად,“ – წერს ოჟასეკი.

წინა რეკორდი დაფიქსირდა 2021 წლის 20 ივლისს, როდესაც ტემპერატურა ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე გაიზარდა.


შეგახსენებთ, პორტუგალიაში ორშაბათს, 7 აგვისტოს, წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ლისაბონის მახლობლად, ქალაქ სანტარემში მეტეოროლოგიური სადგურის წინასწარი მონაცემებით, 7 აგვისტოს ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა - 46,4 ° C.

საბერძნეთში ასევე დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ივლისში - 46°C. ძლიერი სიცხეებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იტალიაში.