ფინეთი ევროპაში ყველაზე დიდ „ბირთვულ მარაგს“ აგროვებს. მარაგი განკუთვნილი იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული ან ბირთვული (CBRN) საფრთხეების დროს.
„მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეზერვები იქმნება საფრანგეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში, ფინეთის პროექტი ყველაზე დიდია,“ - განაცხადა CBRN რეზერვის პროექტის მენეჯერმა ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ტექსტში.
ევროკომისიამ ფინეთს პროექტისთვის 2023 წლის იანვარში 242 მილიონი ევროს (263 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსება გადასცა.
რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნის გაძლიერების აუცილებლობა“, - განაცხადა კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა 17 იანვარს.
მარაგი მოიცავს მათ შორის სხვადასხვა ტიპის დამცავ აღჭურვილობას, დეტექტორებს, სწრაფ ტესტებს და მედიკამენტებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც სასწრაფო დახმარების მუშაკებისთვის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.