ისრაელი გერმანიას Arrow 3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ხუთშაბათს დაამტკიცა ისრაელის მოთხოვნა ერთობლივად განვითარებული Arrow 3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გერმანიაში ექსპორტის შესახებ, რაც ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი შეთანხმება იქნება თავდაცვის სფეროში.

შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აცნობა თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს, რომ აშშ-ის მთავრობამ სისტემის გაყიდვა დაამტკიცა.


Arrow 3 ამჟამად არის ისრაელის ყველაზე მოწინავე შორი დისტანციური სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც გამიზნულია ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად. 

მიმდინარეობს მუშაობა კიდევ უფრო მოწინავე სისტემის, Arrow 4-ის შემუშავებაზე.


სამინისტროს ცნობით, 3,5 მილიარდი დოლარის სრულ კონტრაქტს ხელი მოეწერება 2023 წლის ბოლოსთვის, როგორც კი ორივე პარლამენტის საბოლოო თანხმობა იქნება მიღებული. ბერლინი Arrow 3-ის ტიპის სისტემის მიწოდებას 2025 წლის ბოლო კვარტალში ელოდება.