მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა $16 მლნ-ის ღირებულების რუსული ვერტმფრენი Ка-52 ჩამოაგდეს

47 ცალკეული მექანიზებული ბრიგადა 16 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ვერტმფრენის Ка-52, ე. წ. ალიგატორის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

„ეს უკვე მე-8 Ка-52-ია, რომლის განადგურება ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს," - ნათქვამია ინფორმაციაში.


უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 480 რუსი სამხედრო გაანადგურეს და რუსეთის არმიის დანაკარგები უკვე 256 050 ათას ადამიანს შეადგენს.

შეიარაღებული ძალების ცნობით, ომის დაწყვებიდან განადგურებულია 315 თვითმფრინავი, 314 ვერტმფრენი, 18 ხომალდი/კატარღა და 773 ტექნიკის ერთეული.