პეტერბურგში, სმოლენსკის სასაფლაოზე, 15 აგვისტოს დაკრძალეს უკრაინის ომში დაღუპული ბერძენი ბიზნესმენი სიმოს პანაგიოტიდისი. ის „ახმატის“ სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, იუწყება სანქტ-პეტერბურგის პროსახელისუფლებო მედია.
დაკრძალვაზე დამსწრეთა შორის იყვნენ რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი გეორგი პოლტავჩენკო, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ შაბუნევიჩი. ბიზნესმენს ახმატის დანაყოფის წარმომადგენლებიც გამოემშვიდობნენ.
სიმოს პანაგიოტიდისი 2009 წლიდან არის იმპერიული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების წევრი, ხოლო 2011 წელს ხელმძღვანელობდა IOPS-ის საბერძნეთის ფილიალს. ის 2022 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად.
საბერძნეთში პანაგიოტიდისი თაღლითობისთვის გაასამართლეს.