„აზოვი“ ფრონტზე დაბრუნდა

პოლკოვნიკმა მიკოლა ურშალოვიჩმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ „აზოვის“ ბრიგადა ფრონტზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს.

„სპეციალური ოპერაციების ბრიგადა „აზოვი“ კვლავ მწყობრშია და დაიწყო საბრძოლო დავალებების შესრულება სერებრიანსკის ტყის მიდამოში,“ - განაცხადა ეროვნული გვარდიის ოფიცერმა.


„აზოვსტალის“ რკინისა და ფოლადის ქარხნის დამცველთა მეთაურებმა, რომლებიც თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ, ივლისში დადეს პირობა, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და თავის სიტყვას იტყვიან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ 8 ივლისს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან.


პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინაში დააბრუნეს.

პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.

შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.

პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.