მედია: რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მახლობლად უკრაინის დროშა დაკიდეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, დროშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან დაკიდეს და მოგვიანებით, ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

ნიჟნი ნოვგოროდი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რუსეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 400 კმ-ში მდებარეობს.