უკრაინის დაზვერვა: ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად, რუსი პოლკოვნიკი და შს სამინისტროს წარმომადგენლები დაშავდნენ

უკრაინის სამხედრო დაზვერვა (HUR) იუწყება, რომ ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდნენ. 

18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო „პოლიციის” ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე „პოლიციის“ უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


დაზიანებები მიიღეს რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ და სხვა ლიდერებმა.

„აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში,” - იტყობინება უკრაინის დაზვერვა.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, „პოლიციის“ შენობაზე თავდასხმა დრონმა განახორციელა. რუსეთს ოფიციალურად ამ ცნობაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.


ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში ევროპაში ყველაზე დიდი ატომური სადგურო მდევარეობს. ქალაქიც და ქარხანაც რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.