გერმანიაში 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი Abrams-ის ტიპის ტანკებზე წვრთნას ასრულებს

უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams ტანკებზე წვრთნას გადიან, სწავლებას ასრულებენ.

„დაახლოებით 200-მა უკრაინელმა დაასრულა თავისი 12-კვირიანი სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი, კომბინირებული შეიარაღება, ბატალიონის ძალის სწავლება ჰოჰენფელსის საწვრთნელ ზონაში,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა მარტინ ო'დონელმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სპიკერმა. 


ჯარისკაცები ახლა დაბრუნდებიან Grafenwoehr-ის საწვრთნელ ზონაში, სადაც ადრე გადიოდნენ სწავლებას.

„უკრაინის მოთხოვნით, ჯარისკაცები იმუშავებენ ტექნიკური უნარების შენარჩუნებაზე, ვიდრე 31 ტანკი, რომელიც აშშ-მა აიღო ვალდებულება, რომ შემოდგომისთვის მიაწოდოს უკრაინას, მზად იქნება,“ - განმარტა სპიკერმა.

ეს ტრენინგი სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება.