ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 90 ადამიანი

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ ქალის ცხედარი იპოვეს.

ინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ექვსი წლის ბავშვი. კლიმენკოს თქმით, 90 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი და 10 პოლიციელი. ოცდახუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„12 წლის გოგო სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კიევში, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა," - წერს იგორ კლიმენკო Telegram-ზე.