ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ ქალის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ექვსი წლის ბავშვი. კლიმენკოს თქმით, 90 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი და 10 პოლიციელი. ოცდახუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„12 წლის გოგო სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კიევში, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა," - წერს იგორ კლიმენკო Telegram-ზე.