კანადაში, ტყის ხანძრის გამო, 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციას გეგმავენ

BBC-ის ცნობით, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გარემოსდაცვის მინისტრის, შეინ ტომპსონის თქმით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.


ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ტყის ხანძრების გამოწვევის რისკებს ზრდის.