ბოლო მონაცემებით, ჩერნიგოვზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვი და 15 პოლიციელია. პოლიციის ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 19 აგვისტოს თავდასხმას შვიდი ადამიანის, მათ შორის 6 წლის გოგოს სიცოცხლე შეეწირა.
ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორისმ ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, საავადმყოფოში 41 ადამიანი გადაიყვანეს.
ჩერნიგოვში გუშინ, 19 აგვისტოს სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.