ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო.

ფინალური მატჩი სიდნეიში სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა. ესპანელებმა ინგლისელები ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონამ გაიტანა.

ესპანელები მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.