აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ყველაზე მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს საველე წვრთნების განახლებით, ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, აცხადებენ ოფიციალური პირები, როდესაც მოკავშირეები ცდილობენ, გააძლიერონ მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის პოტენციურ გამოცდებთან დაკავშირებით.

კერძოდ, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, ყოველწლიური წვრთნები, "ულჩის თავისუფლების ფარი“  (Ulchi Freedom Shield) 11 დღის განმავლობაში, 31 აგვისტომდე გაგრძელდება.


წვრთნების მიზანი მოკავშირეების ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის გაძლიერებაა. სწავლებაში ორი ქვეყნის არმიის, სამხრედრო-საზღვაო ძალებისა საჰაერო ძალების პერსონალის გარდა, აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბებული კოსმოსური ძალების ქვედანაყოფიც მონაწილეობს.