თურქეთში, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. 12 ადამიანი დაიღუპა.
დაშავდა კიდევ 19 მგზავრი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩიმ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
ავტობუსი სივასიდან სტამბოლისკენ მიდიოდა.