კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების საცდელ გაშვებას დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის ხმა სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარალელურად, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ფხენიანი ამ წვრთნებს გმობს და „შეჭრის რეპეტიციად“ აფასებს.

სარაკეტო გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში რაკეტის ტექნოლოგიის ტიპი ან საცდელი გაშვების დრო მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ რაკეტებმა „სწრაფად, შეცდომის გარეშე დაარტყეს სამიზნეებს.“


ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე სამი დღით ადრე, აშშ-მ სამხრეთ კორეამ და იაპონიამ პირველი სამმხრივი სამიტი გამართეს, რომლის დროსაც გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული საფრთხის დასაძლევად ერთად იმუშავებენ.