რუსეთის უსაფრთხოების სფეროში „მკაცრი ხაზის“ მომხეეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებას და უკრაინაში გაცილებით უფრო აგრესიულ საომარ მოქმედებებს მოითხოვენ.
როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის „ელიტის" წარმომადგენელთა ნაწილი პუტინის ქმედებებით უკმაყოფილოა, მის ალტერნატივას ვერ ხედავს და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემხრობა.
Bloomberg-ი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „მკაცრი ხაზის“ მხარდამჭერებს ასევე სურთ, რომ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.
სააგენტოს წყაროთა თანახმად, ომის გარდა, პუტინს განსაკუთრებით აშფოთებს რუბლის კურსის და ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები და სურს, რომ 2024 წლის არჩევნების წინ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია, რასაც რუბლის გაუფასურების შეჩერება სჭირდება.