ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ვიეტნამის ლიდერ ვო ვან ტუონგთან მოლაპარაკებები გამართა. თოყაევი ჰანოიში ჩავიდა.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, აგროინდუსტრიული და კულტურულ-ჰუმანიტარული სექტორების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს,“ - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თოყაევმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის ეკონომიკური წარმატება სერიოზულ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2023 წლის ექვს თვეში 600 მილიონ დოლარს მიაღწია. წლის ბოლომდე კი, ამ მაჩვენებლის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.