ირანის სამხედრო დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მოსკოვში ვიზიტისას ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები სახმელეთო ძალებს შორის თანამშრომლობას განიხილავენ.
რუსეთმა და ირანმა, რომლებიც დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან, სამხედრო და სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს.
დასავლეთი ირანს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიყიდვაში ადანაშაულებს, რასაც თეირანი უარყოფს.