რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ჩაშლილი ამბოხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევს.“
„ვაგნერი" სადაზვერვო და სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს, რუსეთს კიდევ უფრო დიდს ხდის ყველა კონტინენტზე, აფრიკას კი - უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება - აფრიკელი ხალხისთვის. ცხოვრებას კოშმარად ვუქცევთ „ისლამურ სახელმწიფოს", „ალ-ქაიდას" და სხვა ბანდიტებს," - აცხადებს პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
გარდა იმისა, რომ იბრძოდა რუსეთის რეგულარულ არმიასთან ერთად უკრაინაში ივნისში კრემლის წინააღმდეგ ხანმოკლე აჯანყებამდე, „ვაგნერის“ ჯგუფს ბრალი დასდეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის წამებასა და სასამართლოს გარეშე მკვლელობებში, მალიში, მისი არმიის გვერდით, რომელიც ჯიჰადისტებს ებრძოდა. ასევე - სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 20 ივლისს გამოაცხადა ახალი სანქციები 13 ფიზიკური პირისა და ბიზნესის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობასთან მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში.