ავსტრალია შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაზრდელად, 1,3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (833 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Tomahawk-ის ტიპის 200-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის შეძენის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ავსტრალია აშშ-სა და ბრიტანეთთან ერთად, ერთ-ერთი იქნება, რომელსაც მსგავსი ფრთოსანი რაკეტები ექნება.
„ჩვენ ვდებთ ინვესტიციას იმ შესაძლებლობებში, რაც ჩვენს თავდაცვის ძალებს სჭირდება, რათა დავიცვათ ავსტრალიელები იმ რთულ სამყაროში, სადაც დღეს ვცხოვრობთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Tomahawks-ის გაყიდვა მარტში დაამტკიცა, მაგრამ იმ დროს არ მიუთითა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა.
Tomahawks-ის მოქმედების მანძილი 1500 კმ-ია (932 მილი).