მოლდოვის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, დორინ რესიანი სამ მინისტრთან ერთად, მოლდოვაში ვიზიტით ჩადის. 

დელეგაციაშია სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მინისტრი, ვლადიმირ ბოლია, ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ანდრეი სპინუ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი.


ორშაბათს უკრაინაში ასევე ჩავიდა უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი. მან ვიზიტი ზაკარპატიიდან დაიწყო, საიდანაც კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

ორშაბათს, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბალკანეთის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ. მის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ათენის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.