ირანმა ახალი დრონი შექმნა

ირანმა ახალი დრონი Mohajer-10 შექმნა. ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ დრონი ფრენის გაუმჯობესებული დიაპაზონითა და ხანგრძლივობით გამოირჩევა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


Mohajer-10-ს 2 000 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია. მის მიერ გადაზიდული ტვირთის სიმძიმემ შესაძლოა, 300 კილოგრამამდე მიაღწიოს, რაც ორჯერ აღემატება Mohajer-6-ის მაჩვენებელს.

აშშ ირანას რუსეთისთვის Mohajer-6-ის მიწოდებაში ადანაშაულებს. რუსეთმა და ირანმა, რომლებიც დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან, სამხედრო და სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს.