ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა.
ბელგიელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ვიზიტის მიზანია სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა.
„ერევანში, თბილისსა და ბაქოში ვიწყებ ოთხდღიან მოგზაურობას, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ვიზიტის მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა,“ – წერს ჰაჯა ლაჰიბი.