ტაივანი M1A2T Abrams-ის ტიპის ტანკის პირველ პარტიას მომავალი წლისთვის ელოდება. ტაივანის მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა.
თავის მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაივანი 2024 წელს 38 ტანკს, 2025 წელს - 42 ტანკს, 2026 წელს კი - 28-ს ელოდება.
Abrams-ის ტიპის ტანკების შეძენა ტაივანის ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ სანაპიროზე თავდაცვითი შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერებაამ,“ - წერს ტაივანური მედია.
მისივე ცნობით, სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არმიის ოფიცერთა ჯგუფი, აშშ-ში სატანკო და ტექნიკური სწავლების გავლის მიზნით უკვე შეირჩა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი ტაივანში ინსტრუქტორებად დაბრუნდებიან.