უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს

23 აგვისტოს უკრაინის ყველა მოქალაქე ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს.

თავად დღესასწაული შედარებით ახალია და უკრაინის მეორე პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით 2004 წლის 23 აგვისტოს დაწესდა. 

უკრაინის ეროვნული დროშა უმაღლესმა რადამ 1992 წლის 28 იანვარს დაამტკიცა.

ოფიციალურ სიმბოლოებში ლურჯი და ყვითელი ელემენტების კომბინაცია 1 256 წელს გამოიყენეს. კერძოდ, ლვოვის დაარსების დღეს და ქალაქის გერბს ლურჯ ფონზე ოქროს ლომი ამშვენებდა.


„რუსული აგრესიის დაწყებისთანავე უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წლევანდელი ეროვნული დროშის დღე უკრაინაში მასობრივი შეკრების გარეშე აღინიშნება რუსეთის თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო,“ - წერს უკრაინული მედია.


უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.

წელს, უკრაინის შუაგულში (Pechersk hills) აღმართეს სპეციალური დროშა, რომელიც თავდაცვის მთელ ხაზს გადიოდა და რომელზეც უკრაინელი დამცველები ხელმოწერებს და სურვილებს ტოვებდნენ.

„ამ დროშაზე გამოსახულია სპეციალური სიტყვები და ხელმოწერები, რომლებსაც განსაკუთრებული ადამიანები ტოვებენ. ესენი არიან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დამცველები, ჩვენი მეომრები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, უკრაინელებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკრაინისთვის. ეს დროშა იყო ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე. ჩერნიგოვიდან ოდესამდე, უკრაინის თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ, სხვადასხვა საბრძოლო ბრიგადასა და ქვედანაყოფებში,“- განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.