ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით დაიხურა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს. დროებით დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. ხანძრის ჩაქრობას რვა თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი და 1 100 მეხანძრე ცდილობს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხანძრების დროს 83 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.

ხანძრების გამო საკუთარი სახლებიდან ცხრა სოფლის მოსახლეობა ჯამში – 1 251 ადამიანი გაიყვანეს. ევაკუაცია განხორციელდა ჩანაქკალეს სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტიდან და ადგილობრივი უნივერსიტეტის კამპუსიდანაც.