დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად, დიდი ბრიტანეთი 245 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უკრაინის ენერგეტიკული სისტემა გასულ ზამთარში რუსეთის მასობრივმა თავდასხმებმა სერიოზულად დააზიანა. ამან კიევი უფრო დამოკიდებული გახადა მის მოძველებულ ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ომამდე ქვეყნის სიმძლავრის ნახევარს აწვდიდნენ.
უკრაინა ამჟამად მისი ოთხი აქტიური ატომური სადგურიდან სამს აკონტროლებს.